პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა-ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი
პროექტის მიზნები: კვლევის, დაგეგმვის, ურთიერთთანამშრომლობის, წარდგენის უნარების განვითარება
მონაწილეთა ასაკი: საბაზო საფეხური-VIII , IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოლკლორული ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლი, ფოტოაპარატი, ლიტერატურა ფოლკლორის ისტორიის შესახებ, ხალხური საკრავები: ფანდური, სალამური და სხვა. კომპიუტერი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა:
საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა ეროვნული მუსიკალური ფოლკლორის მიმართ:
Ø მოსწავლეებმა გაარკვიონ, რამდენად იცნობენ ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს-რა სიხშირით უსმენენ/ასრულებენ ხალხურ სიმღერას, ცეკვას?
Ø შეარჩიონ, კონკრეტულად, რომელ რეგიონზე შეაჩერებენ ყურადღებას
Ø დაასაბუთონ, რა განსაკუთრებული თავისებურებების გამო შეიძლება მიჩნეულ იქნას იგი საქართველოს სავიზიტო ბარათად
საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება:
Ø დაინტერესდნენ და გაარკვიონ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების მუსიკალური მუსიკალური ფოლკლორის თავისებურებებით, რომელ მოსაზღვრე ქვეყანაშია დამკვიდრებული ერთხმიანობა და რომელში-მრავალხმიანობა, როგორ მოხდა, რომ ასეთ მონოდიურ გარემოცვაში საქართველოში ძირითადად მრავალხმიანობაა დამკვიდრებული?
Ø გაეცნონ მეცნიერულ კვლევებს, ლიტერატურას, სადაც ქართული ხალხური პოლიფონიური აზროვნებისა და სხვა საინტერესო საკითხებია გაშუქებული, მაგ: ივ. ჯავახიშვილის-„მუსიკის ისტორიის საკითხები“
Ø მოიძიონ შესასწავლი რეგიონის ხალხური მუსიკალური მასალის აუდიოჩანაწერები და გაეცნონ მას
Ø პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისთვის, შეისწავლონ და შეასრულონ(შეძლებისდაგვარად) რამდენიმე სიმღერა
პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაცია:
Ø მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას და ინაწილებენ ფუნქციებს
Ø წერენ ერთობლივად პრეზენტაციის თანმიმდევრობას
Ø მოიძიებენ მუსიკალურ ჩანაწერებს, ვიდეომასალას, სადაც შერჩეული რეგიონის ყოფის ამსახველი კადრები იქნება წარმოდგენილი(ჩაცმულობა, ხალხური ცეკვა, ფრაგმენტები მხატვრული ფილმიდან და სხვა)
მუშაობის ფორმა:
ინდივიდუალური/წყვილებში/ჯგუფური
პროექტის შეფასება:
Ø კითხვარის შედგენა
Ø ინტერვიუ
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა პოღოზაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lelapogozashvili@gmail.com